Sunday, 14 April 2019

მე-9 დღის რეფლექსია

დღემ , როგორც ყოველთვის, საინტერესოდ ჩაიარა:
ბლოგზე დავდეთ ჩვენი პროექტები;
მოვუსმინეთ პრეზენტაციებს და მივეცით ერთმანეთს უკუკავშირი.
მადლობა შორენას..ის არაჩვეულებრივი ტრენერია...

Sunday, 7 April 2019

მე-8 დღის რეფლექსია

    დღე საკმაოდ დატვირთული იყო:
ვიმუშავეთ მე-7 მოდულზე;
გადავაცლეთ თვალიფასილიტაციის რესურსების შექმნას და განხორციელებას;
ვისწავლეთ, როგორ ხდება დრაივზე ლინკის დადება;
როგორ ხდება დრაივიდან გაზიარება და ბლოგზე ლინკის დადება.

Saturday, 6 April 2019

მე-7 დღის რეფლექსია

დღე საკმაოდ დატვირთული იყო.
ვიმუშავეთ წყვილებში, ვნახეთ ერთმანეთის პრეზენტაციები და მივეცით უკუკავშირი;
ვიმუშავეთ მე-6 მოდულზე:
პროექტის ფარგლებში გავეცანით გარდნერის მრავალმხრივ ინტელექტს;
განვიხილეთ დიფერენცირებული სწავლების სტრატეგიები;
განმავითარებელი შეფასების გამოყენება თვითრეგულირების უნარის განვითარებაში..
 მადლობა შორენას...

Sunday, 31 March 2019

მე-6 დღის რეფლექსია

      დღემ, როგორც ყოველთვის, საინტერესოდ ჩაიარა:
ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკებზე;
დავათვალიერეთ ნიმუშები, შევქმენით ჩვენი და შევინახეთ;
ვიმუშავეთ წყვილებში და მივეცით უკუკავშირი ერთმანეთს.
      მადლობა შორენას საინტერესო და დამაჯერებელი საუბრისათვის...

Saturday, 30 March 2019

მეხუთე დღის რეფლექსია

ვიმუშავეთ მე-3 მოდულზე.
წავიკითხეთ ერთმანეთის პროექტები და მივეცით უკუკავშირი.
ვისაუბრეთ პროექტის ჩონჩხზე.
მივიღეთ რჩევები.
ვიმუშავეთ წყვილებში.
განვიხილეთ ინტერნეტი, როგორც საძიებო და საკომუნიკაციო საშუალება.
ვიმუშავეთ, როგორ ვიცავთ საავტორო უფლებებს.
ვისწავლეთ კომენტარის გაკეთება ვორდში და ბლოგზე.
გავიარეთ მე-4 მოდული და გავეცანით მოსწავლეთა პრეზენტაციებს...

nazibrola1965

თემა საინტერესოდ აქვს შერჩეული. პასუხობს მიზანს.
სათანადოდ აქვს გამოყენებული პრეზენტაციის რუბრიკა.
კარგად ჩანს მოსწავლეთა უკუკავშირი.
   წარმატებებს ვუსურვებ ნაზიბროლას...

Sunday, 24 March 2019

მეოთხე დღის რეფლექსია

        დღემ ნაყოფიერად ჩაიარა.
განვიხილეთ შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები;
შევარჩიეთ შესაბამისი ჩვენი თემებისათვის;
შევქმენით KWNL-ცხრილი;
მივიღეთ დავალება, რომ ვიმუშაოთ პროექტზე.
   მადლობა შორენას.

Saturday, 23 March 2019

მესამე დღის რეფლექსია

        დღევანდელი დღე დავუთმეთ სასწავლო პროექტის დაგეგმვას ეროვნული სასწავლო
გეგმის გათვალისწინებით.
       ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემ კითხვებზე; შევიმუშავეთ სასწავლო მიზნები;მიზ-
ნებს შევუსაბამეთმიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები.
ვნახეთ ნიმუშები, გავუზიარეთ ერთმანეთს აზრები, მივეცით რჩევები კოლეგებს.
      მადლობა შორენას დამაჯერებელი და საინტერესო საუბრისათვის.

Sunday, 17 March 2019

მეორე დღის რეფლექსია

      ჩვენი მუშაობა, ჩემი აზრით ძალიან საინტერესოდ წარიმართა.  გავეცანით პუბლიკაციების მომზადებას პროექტებით სწავლების თემაზე. ვიმუშავეთ ბუკლეტების შექმნაზე; გავიხსენეთ ვორდში მუშაობა; შევქმენით ჩეკლისტები.
       განვიხილეთ ეროვნული სასწავლო გეგმა და მივიღეთ დავალება, კიდევ ერთხელ გადავხედოთ ჩვენს თემებს და სწორად შევუსაბამოთ ეროვნულ სტანდარტებს.
        მადლობა შორენას.

Saturday, 16 March 2019

პირველი დღის რეფლექსია

        ჩემი  აზრით, ტრენინგის  პირველმა დღემ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა.  ვიმუშავეთ პროექტებით სწავლების პირველ მოდულზე...
      ეს ჩემთვის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია, რომელიც ნამდვილად გამომადგება სხვადასხვა სახის სასწავლო ღონისძიებების ეფექტურად დაგეგმვაში, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარებას,
სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობას, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებას...
     მადლობა შორენას საინტერესო და დამაჯერებელი საუბრისათვის..